სამედიცინო ხარისხის კონტროლის მენეჯერი

სამედიცინო ცენტრი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1800 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 21 სექ
განაცხადების ვადა: 21 ოქტ

მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო

სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 18:00-მდე

ანაზღაურება: 1800 ლარი (NET)

ძირითადი ფუნქციები:

  • სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და კლინიკის შიდა მოთხოვნების შესაბამისად;
  • სამედიცინო დოკუმენტაციასა და დამფინანსებლებთან გადაცემულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
  • დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების კოდირების სისწორის უზრუნველყოფა სამედიცინო კლასიფიკატორის შესაბამისად;
  • რეჰოსპიტალიზებული შემთხვევების/კლინიკური საკითხების განხილვა ექიმებთან ერთად;
  • შესრულებული სამუშაოს წარდგენისათვის საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება; სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა კერძო სადაზღვევოებისთვის დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით;
  • დამფინანსებლების (კერძო სადაზღვევო კომპანიები, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია/გამგეობები და სხვა) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ოპტიმალურ ვადაში მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო ქეისების EHR მოდულში გაგზავნის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება; დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება;
  • ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე:

სამედიცინო დოკუმენტაციაMS Officeანალიტიკური აზროვნებადეტალებზე ორიენტირებასაკანონმდებლო ნორმების ცოდნა