ბარისტა
ibis Tbilisi CityACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
შენი როლი იქნება:
- უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სუფთა და კარგ მდგომარეობაში ყოფნა;
- მოამზადოს სამუშაო გარემო, შეავსოს და მოაწესრიგოს;
- ცხელი და ცივი ყავის/ჩაის სხვადასხვა სახეობის სასმლის მომზადება;
- პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
- უზრუნველყოფს ეფექტურ, სწრაფ, უსაფრთხო და თავაზიან მომსახურებას.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1
- სამუშაო განრიგი: 5/2, 9 საათიანი ცვლები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა . სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოხსენებულ ელფოსტაზე.
წარმატებას გისურვებთ!