დირექტორის თანაშემწე - ოლსთოუნი

დირექტორის თანაშემწე

ოლსთოუნი
თბილისი
სრული
1500 ₾/თვე
29/04/2026
29/05/2026

" ოლსთოუნი " აცხადებს ვაკანსიას: დირექტორის თანაშემწე .

საკვალიფიკაციო ცოდნა:

** უმაღლესი განათლება;

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** ინგლისური B2 დონეზე ცოდნა; (თურქულის ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

** MS Office (Word, Execel, PowerPoint);

** სასურველია, პიარსა და მარკეტინგში გამოცდილება.

უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;

** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;

** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში მოსული სტუმრების მიღება და დახვედრა;

** ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;

** კორესპონდენციის მართვა და აღრიცხვა: გაგზავნა, მიღება (ჩაბარების დასტური), ადრესატისთვის გადაცემა;

** ფოსტის მიღება-გაგზავნა;

** სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება

** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრის ჩანიშვნა (გაყიდვების მენეჯერს არ უწევს პოტენციური კლიენტების მოძიება-მოზიდვა)

** სასტუმროების და ავიაბილეთების დაჯავშნა;

** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნული ფუნქცია-მოვალეობებით.

ჩვენთან გელოდებათ:

** კომფორტული სამუშაო გარემო;

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;

** გასაუბრება;

** მოსამზადებელი ეტაპი (ანაზღაურებდი)

სამუშაო ადგილი - თბილისი, დიღმის მასივი, იუნკერ შალვა ერისთავის N5 (ბელიაშვილის მიმდებარედ).

სამუშაო საათები - სრული განაკვეთი 10:00-18:00, კვირა დღეს დასვენება.

ხელფასი: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი. (ზრდის პერსპექტივით)

განიხილება CV რომელიც იქნება ფოტოსურათით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე - და მიუთითოთ დასახელებაში პოზიცია. სხვა დამატებითი შეკითხვისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: + (995) 599 44 31 31

English B2MS OfficeExcelკომუნიკაციადოკუმენტაციადროის მართვამარკეტინგი