გაყიდვების მენეჯერი - ტრეიდ ფაქტორი

გაყიდვების მენეჯერი

ტრეიდ ფაქტორი
თბილისი
სრული
1000-1500 ₾/თვე
03/06/2026
20/06/2026

შპს " ტრეიდ ფაქტორი " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"ტრეიდ ფაქტორი" არის სავაჭრო კომპანია განსხვავებული ბიზნეს მოდელით, რომელიც არ მოითხოვს საწყობისა და მარაგების მართვას. მომწოდებლისგან პროდუქციის მიწოდება ხდება პირდაპირ საბოლოო მყიდველზე.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://www.tradefactor.ge/

გაყიდვების მენეჯერის სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 72 ა, ბიზნეს ცენტრი "ვაკე პლაზა"

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)

** სამუშაო განაკვეთი: სრული (40-საათიანი სამუშაო კვირა)

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000-1500 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი (1000-1500 ლარი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, სატელეფონო შეთავაზებების განხორციელება;

** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შესწავლა და ინდივიდუალური მიდგომების შემუშავება;

** დაწესებული გეგმის შესრულება;

** მომხმარებლთა მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი;

** განხორციელებული გაყიდვების შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

** კომპიუტერული პროგრამების საოფისე დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;

** მუდმივი პროფესიული განვითარების პერსპექტივას;

** ჯამრთელობის დაზღვევას.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 20 ივნისის ჩათვლით, რეზიუმე (CV) გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: . გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვებიმოლაპარაკებებიკომუნიკაციაMS Officeინგლისური ენარუსული ენა