გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი - ქომმონ ბრიჯი

გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი

ქომმონ ბრიჯი
თბილისი
სრული
1500 ₾/თვე
16/04/2026
16/05/2026

სატრანსპორტო კომპანია " ქომმონ ბრიჯი " აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას სარკინიგზო, საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 50

განაკვეთი: სრული

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00

ანაზღაურება: 1500 ლარიდან + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა;

** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;

** შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;

** დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;

** დებიტორული დავალიანებების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა (ქართული ენის ცოდნა აუცილებელია);

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;

** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;

** პუნქტუალურობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართებზე: .

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

ლოგისტიკაგაყიდვებიMS OfficeEnglishRussianGeorgianკომუნიკაციამოლაპარაკებებიდროის მართვა