1C ბუღალტერი

ნიუ აგრო
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 21 აგვ
განაცხადების ვადა: 20 სექ

" Newagro " აცხადებს ვაკანსიას 1C ბუღალტრის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც აქვს 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება და ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკული ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა;
  • საქონლის მიღება-გაცემის ოპერაციების ასახვა 1C პროგრამაში;
  • გაყიდვების, შესყიდვების და სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • საბანკო და სალარო ოპერაციების აღრიცხვა;
  • საბუღალტრო მონაცემების შემოწმება და შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
  • 1C-ში მონაცემების სისწორისა და სისრულის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში, მთავარი ბუღალტრისთვის მიმდინარე სამუშაოებში დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • 1C პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • MS Excel-ის კარგი ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • სასაწყობე და სავაჭრო ოპერაციების აღრიცხვა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მითითებულ საკონტაქტო ელ. ფოსტაზე:

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

1CMS Excelბუღალტრული აღრიცხვასაგადასახადო კანონმდებლობარუსული ენა