მექანიკური სისტემების საიტ ინჟინერი
ბრიტანია დეველოპმენტ მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 10 სექ
განაცხადების ვადა: 10 ოქტ
გამოცდილების დონე: საშუალო
სამშენებლო კომპანია შპს "ბრიტანია დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკური სისტემების საიტ ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 9:00-18:00სთ.
კომპანია ოპერირებს თბილისში.
შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ განსაზღვრულ დღეს
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტზე მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა;
- HVAC სისტემების — გათბობა, გაგრილება და ვენტილაცია — მონტაჟის კონტროლი;
- წყალმომარაგების, წყალარინების და სახანძრო სისტემების სამუშაოების კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
- საინჟინრო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- ქვეკონტრაქტორებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია;
- ობიექტზე წარმოშობილი ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
- სამუშაოების ვადებისა და შესრულების პროგრესის მონიტორინგი;
- პროექტის მენეჯერთან, დიზაინერებთან და სხვა საინჟინრო მიმართულებებთან კოორდინაცია;
- საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მექანიკის ინჟინერიის, ელექტროინჟინერიის, სამშენებლო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- სამშენებლო სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- MEP სისტემებისა და სამშენებლო პროცესების კარგი ცოდნა;
- ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
- AutoCAD-ის ცოდნა;
- საინჟინრო სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი.
დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: ელ. ფოსტა ან დაგვიკავშირდით +995 593 69 37 14
AutoCADMEP სისტემებიHVACსამშენებლო ნორმებიტექნიკური დოკუმენტაციაპროექტის მართვა