აღმზრდელ-პედაგოგი - საბავშვო ბაღი ელიოტი

აღმზრდელ-პედაგოგი

საბავშვო ბაღი ელიოტი
თბილისი
სრული
8 ივლისი 2026
8 აგვისტო 2026

საბავშვო ბაღი " ელიოტი.Elliot " აცხადებს კონკურსს აღმზრდელ-პედაგოგის ვაკანსიაზე, სექტემბრიდან.

ჩვენ ვეძებთ "მერი პოპინსს", რომელსაც უპირობოდ უყვარს ბავშვები და რომელიც აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მიხედვით უნდა ფლობდეს:

** სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ხელოვნების, ოკუპაციური თერაპიისა და ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით

** ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება

** წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდული" - (თუ ჯერ არ აქვს გავლილი შეუძლია ჩვენი დახმარებით გაიაროს)

მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 40 (ფილარმონიასთან, ჩაჩავას კლინიკის უკან)

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 09:00-19:00

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით და სამუშაო პროცესის ხარისხიანად წარმართვის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა;

** სახალისო, შემეცნებითი, განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;

** აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** გუნდურობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** აუცილებელი პირობაა თვითგანვითარებაზე ზრუნვა

საბავშვო ბაღი "ელიოტი" გთავაზობთ:

** მზრუნველ და გუნდურ გარემოს

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე:

პედაგოგიკაბავშვთა ფსიქოლოგიაკომუნიკაციაგუნდურობადეტალებზე ორიენტირებულობა