ტექნიკოსი - პრემიუმ ტრეიდინგი
თბილისი
სრული
19/05/2026
15/06/2026

ავსტრიული ბრენდი "იულიუს მაინლი"-ს წარმომადგენლობა საქართველოში, შპს " პრემიუმ ტრეიდინგი " აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების დაკმაყოფილება მაღალი დონის სერვისით;

** გამოძახებებზე დროული რეაგირება;

** ყავის დანადგარების დიაგნოსტიკა, შეკეთება და ინსტალაცია;

** მუდმივი ანალიზი და კომუნიკაცია უშუალოდ ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;

** ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (შერჩეული კანდიდატები გაივლიან სწავლებას კონკრეტულ ტექნიკაზე და მიიღებენ ტექნიკოსის კვალიფიკაციას);

** ავტომობილის მართვა (აუცილებელი პირობაა).

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;

** პუნქტუალურობა;

** ორგანიზებულობა;

** გუნდური მუშაობა;

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული;

ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ივნისი .

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "პრემიუმ ტრეიდინგმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

ტექნიკური განათლებაელექტრო მოწყობილობებიმართვის მოწმობაკომუნიკაბელურობასერვისი