კატეგორიის მენეჯერი - ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
თბილისი
სრული
8 ივლისი 2026
20 ივლისი 2026

"Advanced Audit & Consulting Company" (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

AACC უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:

** HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;

** ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;

** იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორატიული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;

** IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;

** Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორატიული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.

კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია: http://www.aacc.ge/

AACC პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც Household და FMCG სექტორში საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი Retail კომპანიაა, ვეძებთ კატეგორიის მენეჯერს .

თუ გაქვთ Category Management-ის, საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებთან თანამშრომლობისა და/ან FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება, გაეცანით საინტერესო ვაკანსიას:

ძირითადი მოვალეობები:

1. კატეგორიისა და ასორტიმენტის მართვა

** კატეგორიის სტრატეგიის დაგეგმვა და განვითარება;

** პროდუქციის ასორტიმენტის ოპტიმიზაცია, ახალი პროდუქტების დანერგვა და დაბალბრუნვადი პოზიციების მართვა;

** ბაზრის, მომხმარებლის მოთხოვნებისა და კონკურენტების ფასებისა და ასორტიმენტის ანალიზი;

** პროდუქციის ეფექტური განლაგების (მერჩენდაიზინგი/პლანოგრამები) დაგეგმვა და კონტროლი.

2. შესყიდვები და მომწოდებლებთან თანამშრომლობა

** ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება კომერციული პირობების შეთანხმების მიზნით;

** შესყიდვების პროცესისა და მარაგების ოპტიმალური დონის მართვა, დეფიციტისა და ჭარბი ნაშთების პრევენცია;

** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების მართვა და შეთანხმებული პირობების შესრულების კონტროლი.

3. ფასწარმოება და გაყიდვების განვითარება

** კატეგორიის საფასო პოლიტიკისა და მარჟების განსაზღვრა;

** მარკეტინგის გუნდთან ერთად პრომო და სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა და შედეგების შეფასება;

** კატეგორიის გაყიდვებისა და მომგებიანობის ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება.

4. ანალიტიკა და ანგარიშგება

** კატეგორიის ძირითადი KPI-ების (გაყიდვები, ბრუნვა, მარჟა, მარაგების ბრუნვადობა) მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა;

** პერიოდული ანალიტიკური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;

** 3 წლამდე გამოცდილება Category Manager-ის ან Brand Manager-ის პოზიციაზე;

** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;

** MS Excel-ის კარგი ცოდნა;

** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** მუშაობას Household და FMCG სექტორის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში;

** საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს;

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ანაზღაურება და პირობები: სამუშაო პირობები, მათ შორის ანაზღაურება, შეთანხმდება კანდიდატთან პირველივე სატელეფონო გასაუბრების ფარგლებში;

რეზიუმეების წარდგენის დედლაინი: 20 ივლისი

თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი ბმული: https://wkf.ms/4vYe2oO

ბმულზე განაცხადის შევსებითა და CV-ის ატვირთვით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები AACC-ის მიერ დამუშავდეს და შესაბამისი ვაკანსიის ფარგლებში გადაეცეს დამკვეთ კომპანიას რეკრუტინგის პროცესის მიზნით.

Category ManagementFMCGMS ExcelERPმოლაპარაკებებიანალიტიკა