მოლარე-კონსულტანტი - Leonidas Georgia

მოლარე-კონსულტანტი

Leonidas Georgia
თბილისი
მოქნილი
1000 ₾/თვე
11/05/2026
11/06/2026

" Leonidas Georgia " აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ირაკლი აბაშიძის N39

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკი), 11:00 - 22:00

ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ჩვენ შესახებ

Leonidas - ბელგიური ხარისხის სიმბოლო, უკვე 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უნიკალურ შოკოლადის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.

Leonidas Georgia წარმოადგენს ამ ლეგენდარულ ბრენდს საქართველოში და ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გემოვნებიანი სამყაროს ნაწილი.

შენი პასუხისმგებლობები იქნება:

** მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა

** მომხმარებლის მიერ შერჩეული შოკოლადის ასორტიმენტის ბრენდის სტანდარტების შესაბამისად შეფუთვა და პრეზენტირება

** სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა

** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება

** პროდუქციის რაოდენობის, ვადების და ფასების კონტროლი

** მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს

** გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით

** სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას

** არის დეტალებზე ორიენტირებული

** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკით)

** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1000 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი გაყიდვებიდან

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

** სამუშაოს დაწყებამდე თქვენ გაივლით ტრენინგს, ბრენდის სტანდარტების შესაბამისად.

თუ გსურს გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შოკოლადის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში - გამოგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე:

სათაურში მიუთითე: "მოლარე-გამყიდველის პოზიცია"

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის.

მომხმარებელთა მომსახურებასალაროსთან მუშაობაინგლისური ენაგაყიდვებიკომუნიკაციაპროდუქციის პრეზენტაცია