სალომბარდე სესხების ექსპერტი - სვიფტ კრედიტი

სალომბარდე სესხების ექსპერტი

სვიფტ კრედიტი
ბათუმი
სრული
1300-1900 ₾/თვე
25/04/2026
25/05/2026

"სვიფტ კრედიტი" გასცემს ტექნიკით უზრუნველყოფილ სალომბარდე სესხებს და ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას მომსახურების ამ სფეროში. კომპანია ორიენტირებულია სანდოობაზე, მომსახურების სისწრაფეზე, მაღალ ხარისხზე და მოქნილ საგადახდო პირობებზე.

"სვიფტ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სალომბარდე სესხის ექსპერტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალომბარდე სესხის გაცემა;

** ტექნიკის შეფასება;

** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;

** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება.

საჭირო ცოდნა კვალიფიკაცია და უნარები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (მისაღებია საშუალო განათლებაც);

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

** თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ღამის საათებში მოსვენების უფლებით;

** სტაჟირება: შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი/სტაჟირება ტექნიკის შეფასების შესწავლის მიზნით;

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ხელზე ასაღები 1300 ლარი + ბონუსი (300-600) ;

** მდებარეობა: ქალაქი ბათუმი .

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე:

ტექნიკის შეფასებასალარო ოპერაციებიმომხმარებელთა მომსახურებაMicrosoft Office