საწყობის მენეჯერი - ჯიბე cash & carry
ჯიბე cash & carry logo

საწყობის მენეჯერი

ჯიბე cash & carry
თბილისი
სრული
1500-1700 ₾/თვე
21/05/2026
21/06/2026

კომპანია " ჯიბე Cash & Carry " ნუცუბიძის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებსა და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: ნუცუბიძე

სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00, კვირაში 6 დღე

საწყისი ანაზღაურება: 1700₾ (I თვე - 1500, II თვე - 1600, III თვე - 1700)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;

** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;

** სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;

** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;

** საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი ან მსგავსი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 30 61 69

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

საწყობის მართვაპროდუქციის მიღებაგუნდის მართვაApexFMCG ასორტიმენტი