კლიენტთა მომსახურების მენეჯერი - Auto Home

კლიენტთა მომსახურების მენეჯერი

Auto Home
რეგიონები
სრული
1300-2000 ₾/თვე
11/05/2026
11/06/2026

ავტომობილების სადილერო კომპანია " Auto Home " აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (დიღმის მასივი), ქ. ზუგდიდი

** სამუშაო განაკვეთი: სრული

** ანაზღაურება ხელზე ასაღები (ფიქსირებული + ბონუსი) - 1 წელზე მეტი გამოცდილების შემთხვევაში- ფიქსირებული ანაზღაურება 900 ₾ (საშუალოდ 1600-2000 ლარი); 1 წლამდე გამოცდილების შემთხვევაში ფიქსირებული ანაზღაურება 700 ₾ (საშუალოდ 1300-1500 ლარი)

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00;

შესასრულებელი ამოცანები:

** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება;

** მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;

** კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;

** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;

** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;

** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

** კომუნიკაბელურობა;

** ორგანიზებულობა;

** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დროის მართვის უნარი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება

კომპანია გთავაზობთ:

** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას;

** განმავითარებელ ტრენინგებს;

** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;

** კორპორაციულ დაზღვევას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: .

გაყიდვებიკომუნიკაციამოლაპარაკების წარმოებადროის მართვაშედეგზე ორიენტირებულობა