ტექნიკური სამსახურის სტაჟიორი - პალატი

ტექნიკური სამსახურის სტაჟიორი

პალატი
რუსთავი
სტაჟირება
11/05/2026
11/06/2026

ჩვენ ვართ პირველი ქართული ფანერის მასშტაბური წარმოება, სადაც ფუნქციონირებს მრავალფეროვანი და თანამედროვე საწარმოო დანადგარები.

ვაცხადებთ სტაჟირების პროგრამას ტექნიკური სამსახურის მიმართულებით , რაც წარმოადგენს შესაძლებლობას პრაქტიკაში შეისწავლოთ დანადგარების მოვლა-პატრონობა და მექანიკური პროცესები.

სტაჟიორი იმუშავებს ტექნიკური სამსახურის გუნდის მხარდაჭერით და ჩართული იქნება ყოველდღიურ ტექნიკურ სამუშაოებში.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური გუნდის მხარდაჭერა დანადგარებისა და მოწყობილობების მოვლა-პატრონობაში;

** დანადგარების მუშაობის მონიტორინგში მონაწილეობა;

** მცირე სარემონტო სამუშაოებში დახმარება (ზედამხედველის მითითებით);

** მექანიზმებისა და კვანძების დაშლა-აწყობის პროცესში მონაწილეობის მიღება;

** გაუმართაობების იდენტიფიცირებაში დახმარება;

** ინსტრუმენტებთან მუშაობაში ჩართვა და მათი სწორად გამოყენების სწავლა;

** სამუშაო სივრცის მოწესრიგება და ინსტრუმენტების მოვლა;

** უსაფრთხოების, შრომის და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;

** შესრულებული სამუშაოების შესახებ მარტივი რეპორტინგი ხელმძღვანელთან;

** ტექნიკური ცოდნის ეტაპობრივი მიღება და პრაქტიკაში გამოყენება.

მოთხოვნები:

** ტექნიკური მიმართულებით განათლება (საშუალო პროფესიული ან უმაღლესი — შესაძლებელია სტუდენტი);

** საბაზისო ტექნიკური ცოდნა ან მისი სწრაფად ათვისების სურვილი;

** მოწყობილობებისა და მექანიზმების მუშაობის პრინციპების მიმართ ინტერესი;

** სასურველია ინსტრუმენტებთან მუშაობის საბაზისო უნარები;

** სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება (პრაქტიკა/სტაჟირება), თუმცა არ არის სავალდებულო;

** დისციპლინა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირება;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** ფიზიკური გამძლეობა და საწარმოო გარემოში მუშაობის მზადყოფნა;

** უსაფრთხოების ნორმების და საწარმოო დისციპლინის დაცვის მზადყოფნა;

** სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია.

პირობები:

** სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე;

** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში — დასაქმების პერსპექტივა;

** სამუშაო გრაფიკი - სრული ან ნახევარი;

** სამუშაო ადგილი: რუსთავი , მაზნიაშვილის 4;

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საწარმოო გარემოში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: ან დაგვიკავშირდით ნომერზე — 511 104 113, 511 251 015;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.

ტექნიკური განათლებადანადგარების მოვლამექანიკური პროცესებიინსტრუმენტების გამოყენებაგუნდური მუშაობა