დღის და ღამის ადმინისტრატორი - სასტუმრო

დღის და ღამის ადმინისტრატორი

სასტუმრო
თბილისი
სრული
1000 ₾/თვე
19/05/2026
19/06/2026

ავლაბარში მდებარე სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას დღის ადმინისტრატორისა და ღამის ადმინისტრატორის პოზიციებზე.

ხელფასი: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - სასტუმროს მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი განხორციელება.

** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

** ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან.

** მიღება - განთავსების განყოფილების სრული სამუშაო ციკლის კურირება.

** სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტების და მომსახურების შესახებ.

** შეძლებისდაგვარად სტუმრის მოთხოვნების და პრობლემების მოგვარება.

** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.

** Fina-ში მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასტუმროს მიმღებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, რუსული და სხვა ენები ჩაითვლება უპირატესად.

** ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მონდომებულ თანამშრომლებს.

** Fina-ში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი.

** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** 12 საათიანი მორიგეობა.

** 2 დღე მუშაობის 2 დღე დასვენების.

** პერსონალის კვება უზრუნველყოფილია.

** მეგობრული და თბილი სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ინგლისური ენაFinaმომხმარებელთა მომსახურებაკომუნიკაციაპუნქტუალობარუსული ენა