გაქირავების თანამშრომელი
სქი-გუდაური მდებარეობა: გუდაური
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: დროებითი
ანაზღაურება: 1800 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 10 სექ
განაცხადების ვადა: 10 ოქტ
გამოცდილების დონე: დამწყები
"Ski Gudauri" აცხადებს ვაკანსიას გაქირავების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გუდაური
სამუშაო პერიოდი: სეზონური — დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით
ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00
კვირაში 6 სამუშაო დღე
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია
ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სათხილამურო აღჭურვილობის გაქირავების გუნდს გუდაურში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია (შევასწავლით ადგილზე);
- სათხილამურო და სნოუბორდის აღჭურვილობის შერჩევაში დახმარება;
- აღჭურვილობის გაცემა და დაბრუნების პროცესის მართვა;
- გაქირავების სივრცეში წესრიგისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
- სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სხარტი და ენერგიული;
- ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- თხილამურებთან ან/და სნოუბორდთან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- პერფორმანსზე დაფუძნებულ კარგ საბონუსე სისტემას;
- საცხოვრებლით უზრუნველყოფა გუდაურში;
- ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
- ანაზღაურებად ზეგანაკვეთურ სამუშაოს;
- სამუშაოს დაწყებამდე ადგილზე გაივლით შესაბამის გადამზადებას - სამუშაოს სპეციფიკას, აღჭურვილობასთან მუშაობასა და შიდა პროცესებს სრულად შეგასწავლით;
- აქტიურ სამუშაო გარემოს გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ სათხილამურო კომპანიაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე ელ. ფოსტა .
მომხმარებელთა მომსახურებაკომუნიკაციაინგლისური ენაგუნდური მუშაობასათხილამურო აღჭურვილობა