კონსულტანტი - მედანე

კონსულტანტი

მედანე
თბილისი
მოქნილი
40 ₾/საათი
16/05/2026
16/06/2026

კომპანია " მედანე " აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: კონსულტანტი სტენდზე.

კომპანიის შესახებ:

"მედანე" დანებისა და EDC აქსესუარების მაღაზიათა ქსელია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სალაშქრო, საკოლექციო და სამზარეულოს დანებს, ასევე სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობას და აქსესუარებს.

ძირითადი მოვალეობები:

** სტენდზე არსებული პროდუქციის პრეზენტაცია და აქტიური გაყიდვა

** მომხმარებლის კონსულტაცია და სწორ პროდუქტზე ორიენტირება

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და ცოდნა

** დისციპლინის დაცვა და მენეჯერის მითითებების შესრულება

** საჭიროების შემთხვევაში, მუშაობა ორივე ფილიალში (როტაციის ფორმატში)

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 4 ან 5 სამუშაო დღე

** დღეში 6 საათი:

** პირველი ცვლა: 10:00-16:00

** მეორე ცვლა: 16:00-22:00

სამუშაო ადგილი - სავაჭრო ცენტრის შიდა სტენდზე (სითი მოლი გლდანი)

ანაზღაურება:

** ფიქსირებული: 40 ლარი დღეში

** ბონუსი: გაყიდვებზე დაფუძნებული სისტემით - საშუალოდ 100-200 ლარი

მოთხოვნები:

** სტაბილური და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ

** გაყიდვებში ან მომხმარებელთან კომუნიკაციაში გამოცდილება მისასალმებელია

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და მოტივაცია

** ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობის სურვილი (არ განიხილება 6 თვეზე ნაკლები პერიოდით თანამშრომლობა)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კონსულტანტის ვაკანსია - მედანე".

გაყიდვებიკომუნიკაციაპროდუქტის პრეზენტაციამომხმარებლის კონსულტაცია