ოჯახის ექიმის ჯგუფის უფროსი - პრემიუმ მედსერვისი

ოჯახის ექიმის ჯგუფის უფროსი

პრემიუმ მედსერვისი
თბილისი
სრული
1500-3000 ₾/თვე
20/05/2026
20/06/2026

კლინიკა "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზ. #33 ბ.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; შაბათი/კვირა დასვენება

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი "საოჯახო მედიცინა";

** სამედიცინო დაწესებულებაში ოჯახის ექიმად მუშაობის გამოცდილება;

** მენეჯერულ პოზიციებზე სამუშაო გამოცდილება;

** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოჯახის ექიმების ხარისხიანი ზედამხედველობა;

** სამედიცინო პროცესების მართვა და სახელმწიფო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

** პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მართვა;

** ოჯახის ექიმების მიერ სახელმწიფო და ქსელის შიდა გაიდლაინების, პროტოკოლების, პროცედურების შესაბამისად სამედიცინო სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა;

** კლინიკაში ყოველდღიური შემოწმების უზრუნველყოფა და პრობლემების ანალიზი;

** სამედიცინო დოკუმენტაციისა წარმოების ხარისხის მართვა;

** მიმაგრებული პაციენტების მართვა ამბულატორიულად და ბინის პირობებში;

** პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა;

** საერთაშორისო გაიდლაინებისა და შიდა პროტოკოლის ცოდნა;

** პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში შეტანა;

** კომპანიის შიდა პროგრამაში პაციენტების შესახებ ინფორმაციის ასახვა;

** საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე მუშაობა;

** საჭიროების შემთხვევაში კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;

** პაციენტების ფინანსური ვალდებულებების დაანგარიშება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** სამუშაოს დაგეგმვა/ორგანიზების უნარი;

** შედეგზე ორიენტირებულობა;

** გულისხმიერება;

** თავაზიანობა;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** ორგანიზებულობა;დისციპლინირებულობა;

** დეტალებზე ორიენტირება;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** კომპიუტერული უნარი;

** კონფიდენციალურობა.

ენები:

** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;

** ინგლისური - საკომუნიკაციო დონე;

** რუსული - საკომუნიკაციო დონე.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ანაზღაურება: შეთანხმებით, შედეგზე ორიენტირებული (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე), ხელზე ასაღები 1500 ლარიდან 3000 ლარამდე .

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: . გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომლითაც დაინტერესდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

საოჯახო მედიცინასამედიცინო მენეჯმენტიპაციენტთა მართვაკომპიუტერული უნარებიკომუნიკაციის უნარი