უძრავი ქონების აგენტი/გაყიდვების კონსულტანტი - Bluestone Properties

უძრავი ქონების აგენტი/გაყიდვების კონსულტანტი

Bluestone Properties
თბილისი
სრული
1500-9000 ₾/თვე
17/04/2026
17/05/2026

უძრავი ქონების სააგენტო " Bluestone Properties " აგრძელებს განვითარებას. ჩვენ ვეძებთ მეგობრულ და შრომისმოყვარე კანდიდატებს უძრავი ქონების აგენტის (გაყიდვების კონსულტანტის) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 11:00-სთ-დან 19:00-სთ-მდე, დასვენება 2 დღე.

ანაზღაურება მხოლოდ გამომუშავებით: 1500-დან 9000 ლარამდე , ასევე გათვალისწინებულია ყოველთვიური დამატებითი საბონუსე სისტემა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში; გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, ადგილზე შეგასწავლით საქმიანობას;

** სასურველია უცხო ენის/ენების (ინგლისური და სხვ.) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

** აუცილებელი მოთხოვნაა: კანდიდატს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი;

** საკუთარი ლეპტოპი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოლაპარაკების წარმართვა;

** მომსახურების გაწევა;

** შეხვედრების დაორგანიზება და წარმართვა;

** რეპორტინგი;

** განცხადებების ატვირთვა;

** სატელეფონო ზარების და მეილების პასუხი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველების უნარი;

** კომუნიკაბელურობა;

** პუნქტუალურობა;

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

** შრომისმოყვარეობა;

** გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენი გუნდის უპირატესობები:

** სტუდენტებისთვის ხელშეწყობა (დასვენების დღეების არჩევის საშუალება);

** თვეში 2 უქმე დღე (Day Off);

** მეგობრული გარემო;

** კარიერული წინსვლა

ჩვენი შემოთავაზება:

** კორპორაციული ნომერი;

** ულიმიტო სასაუბრო დრო;

** ბალანსი, საიტებზე სამუშაოდ;

** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლა;

** თეორიული ტრენინგები: გაყიდვები, კლიენტთან ურთიერთობა, მომსახურება და სხვ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) მეილზე:

ან მოგვწერეთ WhatsApp-ში: 511 70 33 38.

მისამართი: თბილისი, მ/ს დიდუბის მიმდებარედ.

გაყიდვებიმოლაპარაკებაკომუნიკაციაინგლისური ენარეპორტინგიMicrosoft Office