საწყობის თანამშრომელი/მუშა - მზიური
მზიური logo

საწყობის თანამშრომელი/მუშა

მზიური
თბილისი
სრული
1200-1400 ₾/თვე
25/05/2026
25/06/2026

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური" , რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი, ფერმა და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში საწყობის თანამშრომლის (მუშა) თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები: საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

** აკომპლექტებს მიღებულ შეკვეთებს;

** აწესრიგებს საწყობს, სწორად განალაგებს პროდუქციას კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად;

** აკონტროლებს პროდუქციის ვარგისიანობის ვადებს და ყურადღებას აქცევს კომპანიის კომპანიის კუთვნილი პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მიხედვით დალაგებას;

** სატვირთო მანქანებიდან მოახდინონ ჩატვირთული პროდუქციის ჩამოცლა და მოახდინოს დასაწყობება. ასევე უკან დაბრუნებული პროდუქცია მიიღონ და მოახდინონ ამ პროდუქციის დასაწყობება;

** ასრულებს ნებისმიერ სხვა სახის დავალებებს და მითითებებს, ზემოაღნიშნული დავალებების შესრულების მიზნით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

** სამუშაო საათები: 09:00-18:00

** ანაზღაურება: 1200-1400

** საწყობის მისამართი: თბილისი, ავჭალა, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქ N 151

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** შრომისმოყვარეობა;

** გუნდურობა;

** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

შენიშვნა: დასახელების ველში, აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება "საწყობის მუშა".

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.

2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;

5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;

6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;

8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;

** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;

** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;

** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;

** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;

** მონაცემთა გადატანის უფლება;

** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;

** თანხმობის გამოხმობის უფლება;

** გასაჩივრების უფლება`

9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

პროდუქციის დასაწყობებაშეკვეთების კომპლექტაციაფიზიკური დატვირთვადეტალებზე ორიენტირებულობაგუნდური მუშაობა