სამზარეულოს მრეცხავ-დამლაგებელი - ტურინვესტ ჯგუფი

სამზარეულოს მრეცხავ-დამლაგებელი

ტურინვესტ ჯგუფი
ბათუმი
სრული
14/04/2026
14/05/2026

"ტურინვესტ ჯგუფი " აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს მრეცხავ-დამლაგებლის პოზიციაზე საბაგიროგზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში.

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

** ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება სამზარეულოს დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად და ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ძირითადი მოვალეობები:

** ჭურჭლის გარეცხვა შესაბამისი ინსტრუქციით;

** სამზარეულოს დალაგება-დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად;

** სანიტარულ ჰიგიენური-ნორმების ცოდნა და დაცვა;

** სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის განკუთვნილ ადგილზე მოთავსება;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში;

** თავაზიანი;

** ორგანიზებული;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დროის მართვის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი , ყადირ შერვაშიძის აღმართი №78

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშო გრაფიკს;

** კვებით უზრუნველყოფას;

** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** კვებითი უზრუნველყოფა

** ჯანმრთელობის დაზღვევა

** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa

** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"

** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში

კომპანიის შესახებ:

ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას

** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას

** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას

** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ჭურჭლის რეცხვადასუფთავებაჰიგიენური ნორმების დაცვაგუნდური მუშაობადროის მართვა