ფიზიკური პირების მრჩეველი - პროკრედიტ ბანკი
პროკრედიტ ბანკი logo

ფიზიკური პირების მრჩეველი

პროკრედიტ ბანკი
სრული
24/04/2026
24/05/2026

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" ფიზიკური პირების მრჩევლების გუნდში!

პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: ფიზიკური პირების მრჩეველი

ძირითადი მოვალეობები:

** ფიზიკური პირების პორტფელთან მუშაობა;

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება, სატელეფონო ზარების განხორციელება;

** მოზიდვის მიმართულებით მუშაობა, პროდუქტების შეთავაზება და სტრატეგიული რჩევების მიცემა;

** კლიენტის გადამხდელუნარიანობის შეფასება, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების ანალიზი;

** შედეგების ანალიზი, პორტფელის ზრდის და შენარჩუნების უზრუნველყოფა;

** პორტფელის ხარისხის კონტროლი;

** სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** ინგლისური ენის ცოდნა (მინ B1);

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

** სასურველია გაყიდვების სფეროში/მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;

** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი.

ჩვენი იდეალური კანდიდატი:

** მოტივირებული;

** პასუხისმგებლიანი;

** შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებული;

** გუნდურ გარემოში ეფექტურად მომუშავე.

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "ფიზიკური პირების მრჩეველი" შემდეგ ელფოსტაზე:

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 24/05/2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com

ინგლისური ენაგაყიდვებიანალიტიკური აზროვნებაMS Officeკომუნიკაცია