საკრედიტო ოფიცერი - პრაიმკორ კაპიტალი

საკრედიტო ოფიცერი

პრაიმკორ კაპიტალი
რეგიონები
სრული
800-1500 ₾/თვე
06/05/2026
06/06/2026

შ.პ.ს "პრაიმკორ კაპიტალი" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს "პრაიმკორ კაპიტალი" -ს უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

შ.პ.ს " პრაიმკორ კაპიტალი " გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:

საკრედიტო ოფიცერი - ლანჩხუთი/ოზურგეთი

ფუნქციები და მოვალეობები:

** საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;

** კლიენტების მოძიება და მოზიდვა;

** საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;

** პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;

** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;

** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა;

** მიმდინარე კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;

** ნაღდი ფულის მიღება;

** მატერიალური პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;

** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;

** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);

** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;

** პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;

** სისხარტე მუშაობაში;

** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ-მდე; ნახევარი განაკვეთი შაბათს 11:00-დან 15:00 სთ-მდე;

** ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა: მინიმუმ 1 თვე;

** ანაზღაურება: 800-1500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) + მოქნილი ბონუსი;

** კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო მობილურის ნომერი;

** ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში, საწვავის ანაზღაურება.

** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად

** სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.

** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე:

P.S. განაცხადი არ განიხილება თუ: არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი.

საკრედიტო ანალიზიკლიენტების მოზიდვაMS Officeკომუნიკაციამოლაპარაკებებიპორტფელის მართვა