გაყიდვების აგენტი - Skymotors

გაყიდვების აგენტი

Skymotors
თბილისი
მოქნილი
1000-5000 ₾/თვე
21/05/2026
21/06/2026

მოძრავი ქონების "SkyMotors" აცხადებს მიღებას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, მიზანდასახულ და ენერგიულ ადამიანებს, რომელთაც სურთ გახდნენ გამორჩეული, მზარდი გუნდის წევრი და მართონ საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობა.

მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიკაცია და სააგენტოს სერვისების შეთავაზება

** ავტომობილების მონაცემების დამუშავება და წამყვან პლატფორმებზე განთავსება

** დაინტერესებულ პირებთან ვიზიტების ორგანიზება, კოორდინაცია და პროცესის სრული მართვა

** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და ახალი, პოტენციური კლიენტების ბაზის მუდმივი გაფართოება/განახლება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ გრაფიკს და სტუდენტებისთვის ხელსაყრელ სამუშაო საათებს

** მეგობრულ და კომფორტულ გარემოს სტრესის გარეშე

** თვითრეალიზების და ფინანსური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას

** კეთილმოწყობილ ოფისს თბილისის ცენტრალურ უბანში, მარჯანიშვილის მეტროდან 2 წუთის სავალზე

** ინფორმატიულ ტრენინგებს და საქმის ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას

** ანაზღაურებას გამომუშავებით: 1000-5000 ლარი

ჩვენი მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, ქოლ-ცენტრის ან კლიენტთა მომსახურების მიმართულებით (სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო)

** უცხო ენების საბაზისო დონეზე ფლობა ჩაითვლება პრიორიტეტულად

** სასურველია, გქონდეთ საკუთარი გამართული ლეპტოპი და მობილური ტელეფონი

** სავალდებულოა გქონდეთ გუნდური მუშაობის უნარი და იყოთ კომუნიკაბელური, პუნქტუალური და ორგანიზებული.

თუ თვლი, რომ ხარ შრომისმოყვარე, მიზანდასახული და გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 579 666 676.

კომუნიკაციაგაყიდვებიმონაცემთა დამუშავებაგუნდური მუშაობაორგანიზებულობა