ჰიბრიდული ინფრასტრუქტურის ინჟინერი - Noventiq Georgia

ჰიბრიდული ინფრასტრუქტურის ინჟინერი

Noventiq Georgia
თბილისი
სრული
27/04/2026
27/05/2026

" Noventiq Georgia " აცხადებს ვაკანსიას ჰიბრიდული ინფრასტრუქტურის ინჟინრის (Hybrid Infrastructure Engineer) პოზიციაზე.

"Noventiq Georgia" არის ლიდერი კომპანია IT მიმართულებით, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწეობს. დღევანდელ დღეს "Noventiq Georgia" ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად არის აღიარებული დარგში.

ჩვენთვის პრიორიტეტულია სტაბილური სამუშაო გარემო და ცვლილებების ეფექტური მართვა. პიროვნული და პროფესიული განვითარება ჩვენი სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია: ვსახავთ გაზომვად მიზნებს, ხელს ვუწყობთ რეგულარულ უკუკავშირს და გთავაზობთ მიზნობრივ ტრენინგებსა თუ სერტიფიცირებას. ჩვენს გუნდში პასუხისმგებლობები განაწილებულია გამჭვირვალედ, კომუნიკაცია კი მკაფიოა -ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას და შედეგებს ობიექტურად ვაფასებთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფრასტრუქტურული არქიტექტურის დაპროექტება:

1. სერვერული ინფრასტრუქტურა

2. ვირტუალიზაციის პლატფორმები

3. მონაცემთა შენახვის სისტემები (Storage) და SAN ქსელები

4. მონაცემთა დამუშავების ცენტრის (Data Center) Ethernet/IP ქსელები

** ტექნიკური დოკუმენტირება: მაღალი და დაბალი დონის არქიტექტურული დოკუმენტაციის (HLD / LLD) მომზადება, პროექტის თანმდევი ტექნიკური მასალების წარმოება.

** მონაწილეობა Presales პროცესებში:

1. მოთხოვნების ანალიზი

2. გადაწყვეტილებების შერჩევა (Sizing)

3. მომხმარებლისთვის პრეზენტაციის წარდგენა

** ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია

** არსებული ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია

** მონაწილეობა PoC პროცესებსა და დემოებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Data Center არქიტექტურის ცოდნა, DR/HA კონცეფციების ჩათვლით;

** პრაქტიკული გამოცდილება შემდეგ მიმართულებებში:

1. ვირტუალიზაციის პლატფორმები

2. მონაცემთა შენახვის სისტემები (სხვადასხვა ტიპის) და SAN

3. Data Center Ethernet/IP ქსელები

** მაღალი ხელმისაწვდომობისა და მასშტაბირებადობის პრინციპების ცოდნა;

** End-to-end ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების დაპროექტების გამოცდილება;

** მომხმარებლებთან ურთიერთობის ძლიერი საკომუნიკაციო უნარი;

** ქართული ენის კარგად ცოდნა;

** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B1).

პროფესიული გამოცდილება:

** ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;

** სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვირტუალიზაციისა და ქსელური გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის დადასტურებული გამოცდილება.

ტექნიკური ექსპერტიზა:

ინფრასტრუქტურა

** სერვერული პლატფორმები

** მონაცემთა შენახვის ქსელები (SAN)

** კორპორატიული მონაცემთა შენახვის სისტემები (რეპლიკაცია, მაღალი ხელმისაწვდომობა, წარმადობის ოპტიმიზაცია)

ვირტუალიზაცია

** VMware / Hyper-V / KVM

** მაღალი ხელმისაწვდომობა / კლასტერირება

** რესურსების მართვა

Ethernet/IP ქსელები

** L2/L3 არქიტექტურა

** ვირტუალური ლოკალური ქსელები (VLAN) / როუტინგი / VXLAN

** მონაცემთა დამუშავების ცენტრის კომუტაცია (Leaf-Spine არქიტექტურა)

სასურველია ცოდნა შემდეგი მიმართულებით:

** ღრუბლოვანი პლატფორმები (AWS / Azure / GCP)

** სარეზერვო ასლების შექმნისა და DR გადაწყვეტილებები

** მონიტორინგის სისტემები

** GPU ინფრასტრუქტურა

** მაღალი წარმადობის გამოთვლითი (HPC) კლასტერები

** NVIDIA-ს ტექნოლოგიური სტეკი (ბაზისური ცოდნა)

დამატებითი უნარები:

** კორპორატიულ მომხმარებლებთან მუშაობის გამოცდილება

** Presales აქტივობებში მონაწილეობა

** ტექნიკური დისკუსიებისა და სამუშაო შეხვედრების (Workshops) წარმართვის უნარი

ჩვენთან დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა

** სამედიცინო დაზღვევა

** პროფესიული სასერტიფიკატო კურსები

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გიორგი დანელიას ქ. №13.

განაცხადის მიღება: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: . სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია: Noventiq Georgia იზიარებს და ემორჩილება დისკრიმინაციის ამკრძალავ პოლიტიკას. თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება 2 წლის ვადით მომავალში შესაძლო ვაკანსიების განხილვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!

VirtualizationData Center ArchitectureNetworkingStorage SystemsVMwareHyper-VHLD/LLDPresalesInfrastructure Design