გარე სივრცეების დიასახლისი - ტურინვესტ ჯგუფი

გარე სივრცეების დიასახლისი

ტურინვესტ ჯგუფი
ბათუმი
სრული
15/05/2026
15/06/2026

აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!

ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გარე სივრცეების დიასახლისის პოზიციაზე არგოს საბაგირო გზაზე.

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საბაგირო გზისა და გასართობი კომპლექსი არგოს გარე ტერიტორიების ყოველდღიური დასუფთავება;

** გადმოსახედი ბაქანის სისუფთავისა და მოწესრიგების კონტროლი;

** სკვერისა და გამწვანებული სივრცეების მოვლა და სისუფთავის უზრუნველყოფა;

** ბილიკების, კიბეების, მოსაცდელი სივრცეებისა და გარე ინვენტარის მოწესრიგება;

** ნაგვის ურნების დაცლა და სისუფთავის კონტროლი;

** ტერიტორიაზე არსებული მცირე დაბინძურებების დროული აღმოფხვრა;

** ვიზიტორებისთვის სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნება მთელი სამუშაო დღის განმავლობაში;

** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის დაზიანებებისა და ტექნიკური პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

** შრომის უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;

** სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი , საბაგირო გზის ზედა სადგური

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)

ანაზღაურება: შეთანხმებით

კვება: უზრუნველყოფილია

კომპანიის შესახებ:

ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას

** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას

** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას

** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

დასუფთავებაპასუხისმგებლობაორგანიზებულობაგუნდური მუშაობარუსული ენაინგლისური ენა