ანაზღაურებადი სტაჟირება - რექტორის ასისტენტი - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ

ანაზღაურებადი სტაჟირება - რექტორის ასისტენტი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
თბილისი
სტაჟირება
14/05/2026
14/06/2026

"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი" (ჯიუ) გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე - რექტორის ასისტენტი .

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10.00-დან 18.00 სთ-მდე

ფუნქცია-მოვალეობები:

** რექტორის სამუშაო კალენდრის ორგანიზება, შეხვედრების დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;

** შემოსული და გასული ოფიციალური წერილების, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;

** რექტორის მითითებით დოკუმენტაციების მომზადება, აღრიცხვა და არქივირება;

** რექტორის სტუმრებისა და ოფიციალური დელეგაციების მიღება და მასპინძლობა;

** შეხვედრების, ვიზიტებისა და ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზაციული მხარდაჭერა;

** სასტუმროების, ავიაბილეთებისა და საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა/დაჯავშნა;

** რექტორის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სავალდებულო); ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

აუცილებელი უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

** მრავალდავალებიან გარემოში მუშაობის უნარი;

** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;

** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;

** კონფიდენციალურობის დაცვისა და პროფესიული ეთიკის დაცვა.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV . გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

MS Officeინგლისური ენაორგანიზებულობაკომუნიკაციადროის მართვადოკუმენტაციაჩინური ენა