სამედიცინო წარმომადგენელი

IM Plus Pharma
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 16 სექ
განაცხადების ვადა: 16 ოქტ
გამოცდილების დონე: საშუალო

ფარმაცევტული კომპანია "Im Plus Pharma" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე (თბილისი) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან
  • კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან
  • სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება (კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია)
  • კომპანიის მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება
  • გაყიდვების მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა შედეგის შეფასება)

მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს);
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარები და კომპეტენციები:

  • ათვისებისა და განვითარების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.
  • ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Medical Representative.

სამედიცინო განათლებაგაყიდვების მართვაპრეზენტაციის უნარიკომუნიკაციასაოფისე პროგრამები