ტექნიკური ანალიტიკოსი - სტერეო+

ტექნიკური ანალიტიკოსი

სტერეო+
სრული
1500 ₾/თვე
27/05/2026
07/06/2026

"სტერეო +" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"Stereo +" 2002 წლიდან საქმიანობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური ჯგუფისგან მიღებული მონაცემების აღრიცხვა, დამუშავება, მონიტორინგი - საჭირო დოკუმენტაციის წარმოება

** საქმის საჭიროებიდან გამომდინარე, პერიოდული მონიტორინგის მიზნით ადგილზე ვიზიტის განხორციელება

** პარტნიორ კომპანიებთან ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება მეილის საშუალებით

** ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლების მივლინებებისა და შვებულებების აღრიცხვა, მონიტორინგი

** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრიორიტეტი მიენიჭება ინგლისური ენის კარგად მცოდნე კანდიდატს

** საოფისე პროგრამების ცოდნა

** ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი

** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2026 წლის 7 ივნისის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: . სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტექნიკური ანალიტიკოსი" .

შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.

მონაცემთა დამუშავებასაოფისე პროგრამებიინგლისური ენაანალიტიკური აზროვნებაკორესპონდენცია