გაყიდვების მენეჯერი - Match Up Consulting

გაყიდვების მენეჯერი

Match Up Consulting
სრული
24/04/2026
24/05/2026

თუ ხარ დაინტერესებული გაყიდვებით, გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ბიზნეს-პროცესებში მონაწილეობის მიღება და გსურს მონაწილეობა მიიღო სტარტაპის ზრდაში, მაშინ " Match Up Consulting " სწორედ შენ გეძებს - გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

ჩვენი კომპანიის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესებს მივცეთ მაღალპროფესიონალური HR, იურიდიული, გაყიდვების და მარკეტინგული მიმართულებებით მხარდაჭერა ოპტიმალური დანახარჯითა და მაქსიმალური სარგებლით.

ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: სრულიად დისტანციური (Remote)

** ორშ-პარ 12:00-20:00 (შესაძლებელია გრაფიკის ცვლილება)

** ანაზღაურება: გამომუშავებით (გაყიდულიდან ბონუსი)

** კულტურა: ჯანსაღი, კოლეგიალური და შედეგებზე ორიენტირებული გარემო

შენი მთავარი მიზანია:

** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად კომპანიის მომსახურებების გაყიდვა.

** მიზნის მისაღწევად დაგჭირდება: მოტივაცია, სწავლის სურვილი და მონდომება.

შენი ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკა იქნება:

** CRM სისტემიდან მომხმარებლებთან კომუნიკაცია

** შემომავალი ზარების მიღება და კონსულტირება

** მომხმარებელთა ბაზის მოძიება (მოძიების მეთოდებს შეგასწავლით ტრენინგზე)

** ცივი ზარების განხორციელება

** მომხმარებლისთვის კომპანიის მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პრეზენტაციის გაგზავნა

** შეხვედრის ჩანიშვნა მომხმარებელსა და მიმართულების წარმომადგენლებს შორის

** კომპეტენციის ფარგლებში და პოზიციის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

მნიშვნელოვანია, რომ:

** გქონდეს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით

** გიყვარდეს გაყიდვების პროცესი და იყო შედეგებზე ორიენტირებული

** გიყვარდეს სიახლეები

თუ მზად ხარ განვითარდე და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/oOBFw

გაყიდვებიCRMკომუნიკაციაცივი ზარებიპრეზენტაციის უნარიმოლაპარაკებები