ვაიზერი - აგროჰაბი
აგროჰაბი logo

ვაიზერი

აგროჰაბი
ბათუმი
სრული
1100 ₾/თვე
11/05/2026
11/06/2026

აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინაცია;

** დარბაზში არსებული მარაგების მართვა და მონიტორინგი;

** გუნდთან ერთად პროდუქტის ვადების კონტროლი;

** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

გთავაზობთ:

** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;

** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** ანაზღაურება 1100 ლარიდან +ბონუსი;

** სწავლის დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით;

** კვებაზე ფასდაკლება;

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზუმე შემდეგ მისამართზე:

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაიზერი ბათუმში" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;

მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;

ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;

მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;

მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;

მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;

წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;

მონაცემთა გადატანის უფლება;

ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;

თანხმობის გამოხმობის უფლება;

გასაჩივრების უფლება`

შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თანამშრომლების კოორდინაციამარაგების მართვაპროდუქტის ვადების კონტროლიმომსახურების ხარისხიგუნდური მუშაობა