რეგისტრატორი, ლაბორანტ-ფლებოტომისტი - სისხლის შედედების ცენტრი

რეგისტრატორი, ლაბორანტ-ფლებოტომისტი

სისხლის შედედების ცენტრი
თბილისი
სრული
28/05/2026
12/06/2026

ლაბორატორია სისხლის შედედების ცენტრი აცხადებს ვაკანსიებს:

1. რეგისტრატორი

მისამართი: თბილისი, ბახტრიონის ქ N 28

სამუშაო განრიგი:

ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 17:00

შაბათი - 10:00 - 14:00

კვირა - დასვენების დღე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო განათლება;

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, პაციენტების მიღება-რეგისტრაცია;

** კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია;

** პაციენტთან დაკავშირებულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;

** გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის მიღება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი;

** კომუნიკაბელური;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** სხარტი აზროვნების უნარი;

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ მეილზე:

2. ლაბორანტ-ფლებოტომისტი

მისამართი: თბილისი, ბახტრიონის ქ N 28

სამუშაო განრიგი:

ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 17:00

შაბათი - 10:00 - 14:00

კვირა - დასვენების დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** სისხლის აღება დადგენილი პროცედურის მიხედვით;

** ლაბორატორიული ნიმუშების შესაბამისობის შემოწმება, რეგისტრაცია, დამუშავება და მომზადება კვლევებისთვის;

** ბიომასალის სწორად შენახვა და ტრანსპორტირების წესების დაცვა;

** კვლევების პროცესში ლაბორატორიული სტანდარტების დაცვა;

** საჭირო დოკუმენტაციისა და მონაცემების მოწესრიგება;

** ლაბორატორიულ საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვა და მართვა;

** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი პროფესიული სამედიცინო განათლება;

** ლაბორატორიაში მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

** კომუნიკაბელური;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ მეილზე:

სისხლის აღებაპაციენტების რეგისტრაციასაოფისე პროგრამებიინგლისური ენარუსული ენალაბორატორიული კვლევები