მთავარი სპეციალისტი - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
თბილისი
სრული
2880 ₾/თვე
17 ივლისი 2026

ფუნქციები:

• სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, განკარგულ და დაურეგისტრირებელ ქონებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მოპოვება დამუშავება შესაბამისი პროგრამებიდან, გაანალიზება და საჭიროებისამებრ გამოყენება;

• სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემული ქონების მიღება (უძრავი, მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე);

• სააგენტოს პოზიციის პროექტის მომზადება სახელმწიფოს მიერ დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით განკარგული ქონების დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრაციისას;

• კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტირებული სერვიტუტის გაუქმების შესახებ სააგენტოს პოზიციის პროექტის მომზადება;

• დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო ქონების სერვიტუტით (სასყიდლიანი ან უსასყიდლო) დატვირთვის საკითხის განხილვა;

• საჯარო რეესტრიდან შემოსული წერილების საფუძველზე მომზადება ერთბინიანი, მრავალბინიანი ან კომერციული

შიდა ფართების დაზუსტებაზე;

• დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული პრივატიზებული უძრავი ქონების დაზუსტებაზე თანხმობა;

• დაუზუსტებული საკადასტრო მონაცემების რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;

• სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცემა;

• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შემოსული განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შემოსული განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

• სახელმწიფო ქონების დაცვისა და მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება-შესაბამისი რეაგირება სახელმწიფო ქონებაზე უკანონო მშენებლობის, დაკავების ან სხვა სახით გამოყენებისას;

• დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

• უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ნივთის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება;

• სააგენტოს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის უფროსის მიერ განსაზღვრული ცალკეული დავალებების შესრულება.

---

საკონკურსო თემატიკა:

• ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონი;

• ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

• ,,ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილება;

• ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის № 391 დადგენილება;

---

დამატებითი მოთხოვნები:

•აუცილებელია ქონებრივ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;

•სასურველია კანდიდატი პროფესიით იყოს იურისტი;

•ანალიტიკური აზროვნება;

•დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი;

•პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;

•დროის ეფექტურად მართვის უნარი;

•გუნდური მუშაობის უნარი.

---

ორგანიზაციის შესახებ:

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შედის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში და ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზება/რეალიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს. ასევე, სააგენტო მართავს მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებულ საკითხებსა და ახორციელებს ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის www.eauction.ge-ის საშუალებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვას.

---

დამატებითი ინფორმაცია:

  • გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც განცხადებების გადარჩევის ეტაპს გადალახავენ.
  • კანდიდატმა უნდა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

---

კატეგორია: ქონების აღრიცხვა/მონიტორინგი

ხელფასი: 2880 ლარი

ლოკაცია: თბილისი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ადგილების რაოდენობა: 1

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

მინიმალური განათლება: ბაკალავრი

ენები: ქართული - - C2 - - C2

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - ძალიან კარგი; Microsoft Office Excel - - ძალიან კარგი; Microsoft Office Outlook - - ძალიან კარგი

კონკურსის ეტაპები: გასაუბრება

ქონებრივი საკითხებიიურიდიული ცოდნაანალიტიკური აზროვნებაMicrosoft Officeსაკადასტრო მონაცემები