მოლარე - აგროჰაბი
აგროჰაბი logo

მოლარე

აგროჰაბი
მოქნილი
950 ₾/თვე
16/05/2026
16/06/2026

აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - "აგროჰაბი" 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

"აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში;

** მომხმარებლის კმაყოფილების შენარჩუნება;

** გუნდური მუშაობა.

გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;

** კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო;

** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

** ანაზღაურება 950 ლარიდან +ბონუსი

** სწავლის დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** კვებაზე ფასდაკლება;

** ღამის საათებში მეტრომდე ტრანსპორტირება.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

დაგვიკავშირდი ნომრებზე: +995 591042626, +995 591032626, +995 591717542; 511 211633.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;

მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;

ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ:

მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;

მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;

მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;

მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;

წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;

მონაცემთა გადატანის უფლება;

ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;

თანხმობის გამოხმობის უფლება;

გასაჩივრების უფლება.

შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

ნაღდი ანგარიშსწორებაუნაღდო ანგარიშსწორებამომხმარებელთა მომსახურებაგუნდური მუშაობა