რესტორნის მომსახურების სპეციალისტი
ქართული ტრადიციული რესტორანიქართულ ტრადიციულ რესტორანს ქალაქ გუანჯოუში (ჩინეთი) ესაჭიროება რესტორნის მომსახურების სპეციალისტი . ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობის მქონე გოგონას, რომელსაც აქვს რესტორნის მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება და სურვილი, ქართული სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო და ღვინის კულტურა გააცნოს ათასობით უცხოელ სტუმარს.
ქალაქი: გუანჯოუ, ჩინეთი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე)
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: მინიმუმ 2 წელი; გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა შეთანხმებით).
სავალდებულო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება რესტორნის ან კაფეს მომსახურების სფეროში;
- უმაღლესი განათლების დიპლომი;
- პოზიციაზე განიხილებიან მხოლოდ გოგონები;
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
- თავაზიანი და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურების უნარი;
- ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სწრაფ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- წინა სამუშაო ადგილიდან რეკომენდაციის წერილი.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების თბილად დახვედრა, განთავსებადა მაღალი სტანდარტის მომსახურება;
- შეკვეთების მიღება, შეკვეთის სისტემაში სწორად დაფიქსირება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
- ქართული კერძებისა და სასმელების, განსაკუთრებით ქართული ღვინის, პროფესიონალური წარდგენა და რეკომენდაცია;
- სტუმრების საჭიროებების მუდმივი მონიტორინგი და მათზე დროული რეაგირება;
- სუფრების მომზადება, გაწყობა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
- სალაროსთან და სამზარეულოსთან ეფექტური კოორდინაცია;
- მომსახურების მაღალი ხარისხისა და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველყოფა;
- რესტორნის შიდა წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- ორგანიზება-მონაწილეობა ღვინის დეგუსტაციებში, თემატურ საღამოებსა და სპეციალურ ღონისძიებებში;
- საჭიროების შემთხვევაში რესტორნის პროდუქციისა და სუვენირების გაყიდვაში მონაწილეობა.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
- თვიური ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1000 USD
- გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული ბონუსი;
- საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
- ყოველდღიური კვება სამუშაო დღეებში;
- ერთმხრივი ავიაბილეთი (საქართველოდან ჩინეთში);
- სამუშაო ვიზით უზრუნველყოფა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე შედგენილი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელ. ფოსტაზე: ელ. ფოსტა . გთხოვთ, ელ. ფოსტის თემის (Subject) ველში მიუთითოთ: "რესტორნის მომსახურების სპეციალისტი".