ლოგისტიკის ოპერატორი - მზიური
მზიური logo

ლოგისტიკის ოპერატორი

მზიური
თბილისი
სრული
1750 ₾/თვე
11/05/2026
11/06/2026

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს " მზიური ", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ლოგისტიკის ოპერატორის თანამდებობაზე:

აუცილებელი მოთხოვნები:

** "1C" სისტემის ცოდნა;

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

** გაწეროს არსებული შეკვეთები, გაანაწილოს შეკვეთები პრისეილერების უბნების მიხედვით;

** ატვირთოს გაწერილი შეკვეთები შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე RS.GE სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფორმით;

** მიაწოდოს გამოწერილი შეკვეთების საწყობში დატვირთვის შესახებ ინფორმაცია რეპორტის (ანგარიშის) სახით საწყობის გამგესა და დისტრიბუციის განყოფილებას;

** აკონტროლოს გაწერილი და დაბრუნებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგ: სასაქონლო ზედნადებების (მათ შორის საქონლის უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები);

** გაატაროს 1C პროგრამაში უკან დაბრუნებული საქონლის ზედნადებები (გაუქმებული ზედნადებები) არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა;

** აკონტროლოს უკან დაბრუნებული საქონლის ფასები (მათ შორის მოახდინოს ფასების კორექტირება);

** გამოწეროს შიდა გადაზიდვების ზედნადებები შესაბამის პროგრამაში და ატვირთოს ისინი შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე RS.GE;

** შეასრულოს კომპანიის დირექტორის ან/და მისი უშუალო მენეჯერის სხვადასხვა მითითებები და დავალებები ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** შრომისმოყვარეობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

პირობები:

** განაკვეთი: სრული

** ანაზღაურება: 1750

** სამუშაო საათები: 10:00-18:00 / 09:00-17:00

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

** ჯანმრთელობის დაზღვევა

** მისამართი: თბილისი, წერეთლის 113დ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ რეგიონი და ვაკანსიის სახელწოდება.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.

2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;

6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;

8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;

** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;

** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;

** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;

** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;

** მონაცემთა გადატანის უფლება;

** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;

** თანხმობის გამოხმობის უფლება;

** გასაჩივრების უფლება;

9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

1CMS ExcelMS WordRS.GEდოკუმენტაციის მართვალოგისტიკა