კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - ოსტეო დენტაშოპი

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

ოსტეო დენტაშოპი
თბილისი
სრული
1500 ₾/თვე
15/04/2026
15/05/2026

შპს "ოსტეო დენტაშოპის" წარმატებული და მეგობრული გუნდი იზრდება და ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ქ. თბილისში.

შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია ყველაზე კომპეტენტურ გუნდთან ერთად!

ჩვენი გაყიდვების მენეჯერი:

** ჩართული იქნება B2B გაყიდვების სტრატეგიების ჩამოყალიბებაში

** ყოველდღიურად გაიცნობს ახალ წარმატებულ ექიმებს

** მუდმივად განვითარდება პროფესიულად (ვებინარები, ტრენინგები, კონგრესები)

** მიიღებს რჩევებს ამ დარგის გამოცდილი სპეციალისტებისგან

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.

** საწყისი ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად (გამოცდილებიდან გამომდინარე 1500 ლარიდან) და არის ზრდადი. პრემიალური სისტემა - გაყიდვების მიხედვით.

** გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი): 3-6 თვე

სამუშაოს აღწერილობა:

** ყოველდღიური წინასწარ დაგეგმილი ვიზიტები ექიმებთან, კლინიკის ხელმძღვანელებთან და კბილის ტექნიკოსებთან

** კომპანიის პროდუქციის გაცნობა, დანერგვა, გაყიდვების ხელშეწყობა

** ყოველდღიური, ყოველთვიური სამუშაოს დაგეგმარება/რეპორტინგი

** პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება

** კლიენტების პორტფოლიოს მართვა

** საჭიროებისამებრ მივლინებები რეგიონებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება. სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი, სამედიცინო/ფარმაცევტული განხრით

** წარმომადგენლად მუშაობის მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "კორპორატიული".

გისურვებთ წარმატებებს!

B2B გაყიდვებიკომუნიკაციარეპორტინგიკლიენტების მართვაპრეზენტაციის უნარი