გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი - სმარტ ტვ

გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი

სმარტ ტვ
თბილისი
სრული
19/05/2026
19/06/2026

შპს " სმარტ ტვ " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

შპს "სმარტ ტვ" ( https://SmartTV.ge ) არის სმარტ ტვ მოწყობილობების სპეციალიზებული ინტერნეტ-მაღაზია, სადაც იყიდება ყველა ტიპის ორიგინალი Smart TV Box-ები, აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ასევე სხვა მცირე ზომის ტექნიკა. სრულ ინფორმაციას გაეცანით ჩვენს ოფიციალურ საიტზე: https://SmartTV.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო ისანთან ახლოს

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება;

** შეკვეთების მიღება და გაყიდვა, როგორც ოფისიდან, ასევე ტელეფონით და ინტერნეტით;

** კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;

** პროდუქციის მიღება-დასაწყობება, აღრიცხვის წარმოება;

** Smart TV Box-ების და სხვა პროდუქციის გამზადება გასაყიდად (აპლიკაციების ინსტალაცია, განახლება, პარამეტრების კონფიგურაცია, შეფუთვა);

** კლიენტების მომსახურება და ტექნიკური დახმარება, როგორც ოფისში, ისე დისტანციურად;

** ფოსტა-კურიერებთან კომუნიკაცია;

** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;

** ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა), ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია);

** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Windows, Microsoft Office, OneNote, Excel, Outlook, Google Sheets, ინტერნეტ ბრაუზერები, ელფოსტა, მესენჯერებთან მუშაობა: WhatsApp, Viber, Messenger, Telegram);

** Android ოპერაციული სისტემის საბაზისო ცოდნა (აპლიკაციების ინსტალაცია, პარამეტრების დაყენება);

** AnyDesk, TeamViewer და სხვა დისტანციური მართვის პროგრამების ცოდნა;

** სწრაფი ათვისების უნარი და მზადყოფნა ისწავლოს ახალი ტექნოლოგიები;

** გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტაცია;

** ზრდილობიანი და გამართული მეტყველება, ენერგიული, პოზიტიური, მოწესრიგებული;

** გუნდში მუშაობის უნარი, კომპანიის დადგენილი სტანდარტების შესრულება;

** სიახლეების იოლი ათვისების და ხელმძღვანელის მიერ სწავლება-მითითებების შესრულების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** ტრენინგს ყველა სამუშაო პროცესში;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

** კომფორტულ, მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს

კონტაქტი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) სურათით ელ-ფოსტაზე: და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი.

დისკრიმინაციის აკრძალვა: შპს "სმარტ ტვ" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილება მიიღება პროფესიული კვალიფიკაციისა და უნარების საფუძველზე, რასის, სქესის, ასაკის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების ან სხვა ნიშნების მიუხედავად.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: შპს "სმარტ ტვ" იცავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონს. წარმოდგენილი რეზიუმეები და პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნებისთვის.

გაყიდვებიკლიენტთა მომსახურებაAndroid OSMS OfficeAnyDeskTeamViewerკომუნიკაცია