უფროსი სპეციალისტი (შრომის ინსპექტორი)
სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურიფუნქციები:
სამუშაო ადგილებზე (მსუბუქ მრეწველობასა და მომსახურების სექტორში) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნორმების დაცვაზე
გეგმური/არაგეგმური ინსპექტირების განხორციელება და შესაბამისი რეაგირება;
შრომის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებზე დამსაქმებლისა და დასაქმებულების (მსუბუქ მრეწველობასა და მომსახურების სექტორში)
ინფორმირება;
სამუშაო ადგილებზე (მსუბუქ მრეწველობასა და მომსახურების სექტორში) მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
სამუშაო ადგილზე (მსუბუქ მრეწველობასა და მომსახურების სექტორში) არსებული მდგომარეობისა ან/და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, დარღვევების გამოვლენისა და მათი აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელების გამოყენება;
პროფესიული დაავადების შესაძლო გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით სამუშაო ადგილის სანიტარულ-ჰიგიენური დახასიათების შედგენა;
ინფორმაციის მოპოვებისა და დაზუსტების მიზნით შესაბამისი ტექნიკური ხასიათის გაზომვების ჩატარება;
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარების უზრუნველყოფა;
საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში და სამსახურის სტრატეგიული/სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში
მონაწილეობის მიღება და სამმართველოს მიერ გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის განხილვა/შესაბამისი პასუხის მომზადება, სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ფარგლებში, შესაბამისი
კორესპონდენციის მომზადება;
საქმიანობის ფარგლებში, მატერიალური რესურსების სწორი და ეფექტიანი ხარჯვა;
სტრუქტურული ერთეულის განვითარებასთან/საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული წინადადებების/ინიციატივების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის
წარდგენა;
კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება;
საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ფუნქციების შესრულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია განხორციელდეს მსუბუქი
მრეწველობისა და მომსახურების სექტორისგან განსხვავებულ სექტორებზე.
---
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
„იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N 112 დადგენილება;
„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილება;
„ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდებისა და რისკის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №80 დადგენილება;
„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N 477 დადგენილება;
„ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N429 დადგენილება;
„ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N449 დადგენილება;
„კარიერების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N450 დადგენილება;
„ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N340 დადგენილება;
„ტექნიკური რეგლამენტი - საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N69 დადგენილება;
„სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N145 დადგენილება;
„მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის N381 დადგენილება;
„მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილება;
„სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 01 ივლისის №341 დადგენილება;
„ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №457 დადგენილება;
„ტექნიკური რეგლამენტის – სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №590 დადგენილება;
„ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის №167 დადგენილება;
ტექნიკური რეგლამენტი ,,სამუშაო ზონის ჰაერში ფიბროგენული, შერეული ტიპის მოქმედების აეროზოლებისა და ლითონების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №67 დადგენილება;
„შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 იანვრის №01-10/ნ დადგენილება;
„ტექნიკური რეგლამენტის − ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის №54 დადგენილება;
„სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 01 მაისის №135 დადგენილება;
„ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის N01-20/ნ ბრძანება;
„სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 იანვრის N01-15/ნ ბრძანება;
„გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N297/ნ ბრძანება;
„საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 7 აპრილის N83/ნ ბრძანება;
„18 წლამდე ასაკის პირისთვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №01- 126/ნ ბრძანება;
,,სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესისა და ფორმის მოკვლევის პროცედურების და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის N01-11/ნ ბრძანება;
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულება“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანება;
„საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.
---
დამატებითი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება (ხანგრძლივობა/სფერო): არანაკლებ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
სასურველია:
განათლების ხარისხი: მაგისტრი;
უცხო ენა: ინგლისური (წერა/მეტყველება) / ცოდნის დონე - B2.
კომპეტენციები და უნარები:
• შედეგზე ორიენტირებულობა
• მოქნილობა
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• ინიციატივის გამოჩენა/პროაქტიულობა
• დროის მართვისა და საქმიანობის დაგეგმვის უნარი
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი
• ორგანიზაციული სტრუქტურისა და პროცესების ანალიზის უნარი
• კონფლიქტებისა და დავების მართვის უნარი
---
ორგანიზაციის შესახებ:
შრომის ინსპექციის სამსახური არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელზედაც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანია შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.
---
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
- კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.vacancy.hr.gov.ge სავალდებულოა:
- ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);
- ატვირთოს განაცხადში მითითებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა (გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ), რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ შესაბამის სფეროში დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ;
- ქართულ ენ
