უფროსი გაყიდვების მენეჯერი - ბრავიტონი

უფროსი გაყიდვების მენეჯერი

ბრავიტონი
ბათუმი
სრული
12/05/2026
12/06/2026

სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია — " ბრავიტონი ", ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ულტრათანამედროვე საწარმოსთვის აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მშენებარე ობიექტებისა და პოტენციური კლიენტების მოძიება ქალაქსა და მის შემოგარენში;

** მშენებლებთან, დეველოპერებთან, არქიტექტორებთან და კერძო კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება;

** კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების პრეზენტაცია, მოლაპარაკებების წარმოება;

** პროექტების ღირებულების დათვლა სპეციალიზებული პროგრამის გამოყენებით;

** წარმოების მენეჯერთან ერთად ობიექტზე გაზომვების პროცესში ჩართულობა და კლიენტთან კონსულტაცია;

** გაყიდვების მიმდინარე პროცესის წარმოება და ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის;

** საწარმოო განყოფილებასთან კოორდინაცია შეკვეთების დროული და ხარისხიანი შესრულებისთვის.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სამუშაო გამოცდილება ალუმინის/მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ან მომიჯნავე სამშენებლო მასალების სფეროში;

** უცხო ენის (თურქული/რუსული/ინგლისური) ცოდნა სამუშაო დონეზე;

** კარ-ფანჯრების პროექტების დათვლის სპეციალიზებული პროგრამის ცოდნა ან სწრაფად ათვისების უნარი;

** B კატეგორიის მართვის მოწმობა და მზადყოფნა ხშირი გადაადგილებისთვის ქალაქსა და მახლობელ ქალაქებში;

** მოლაპარაკების წარმოების უნარი, კომუნიკაბელურობა, შედეგზე ორიენტირებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილური ხელფასი (ფიქსირებული + ბონუსი);

** სამუშაოსთვის საჭირო პირობები;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** ადგილზე უფასო კვება;

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მზარდ კომპანიაში;

** მეგობრული სამუშაო გარემო.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი [09:00 - 18:00]

სამუშაოს ადგილი: ბათუმი , ლეონიძის 25ა (ოფისი) | აეროპორტის გზატკეცილი 255თ (საწარმო)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე:

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "უფროსი გაყიდვების მენეჯერი".

გაყიდვებიმოლაპარაკებებისამშენებლო მასალებიB კატეგორიის მართვის მოწმობაპროექტების დათვლაინგლისური ენარუსული ენათურქული ენა