სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით - Ink & Ease

სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით

Ink & Ease
მოქნილი
23/04/2026
23/05/2026

კონტენტ სააგენტო " Ink & Ease " ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ სტაჟიორს გაყიდვების მიმართულებით , რომელიც ნახევარ განაკვეთზე ჩაერთვება სააგენტოს ზრდის პროცესში.

პოზიცია განკუთვნილია დამწყები კანდიდატისთვის ან სტუდენტისთვის, რომელსაც სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება გაყიდვებში, B2B კომუნიკაციაში და კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობაში.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი. გრაფიკი შეთანხმებით, მოქნილი საათებით

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება. ბონუსი თითოეულ წარმატებით დანიშნულ შეხვედრაზე. ბონუსის პირობები წინასწარ განისაზღვრება და გამჭვირვალედ შეთანხმდება.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კონკრეტულ სექტორში პოტენციური კომპანიების მოძიება

** ბაზრის კვლევა და საინტერესო ბრენდების იდენტიფიცირება

** კომპანიებთან პირველადი დაკავშირება (LinkedIn, ელ.ფოსტა, სატელეფონო კომუნიკაცია)

** შეხვედრების ორგანიზება და კალენდარში ჩანიშნვა

** კომუნიკაციის პროცესის მოკლე ანგარიშგება

სტაჟიორი არ იქნება პასუხისმგებელი გაყიდვის დახურვაზე. მისი მთავარი როლი იქნება კვალიფიციური შეხვედრების ინიცირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სტუდენტის სტატუსი ან დამწყები კარიერული ეტაპი

** კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** ინტერესის არსებობა გაყიდვების და ბიზნეს კომუნიკაციის მიმართულებით

** საბაზისო ცოდნა LinkedIn-ისა და ელ.ფოსტის კომუნიკაციის შესახებ

გაყიდვების გამოცდილება არ არის აუცილებელი. მნიშვნელოვანია მოტივაცია და სწავლის სურვილი.

რას გთავაზობთ:

** პრაქტიკული გამოცდილება B2B გაყიდვებში

** მენტორინგი და პროცესების სწავლება

** რეალურ პროექტებში ჩართვა

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგვიგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტაზე:

B2B კომუნიკაციაLinkedInბაზრის კვლევაწერითი კომუნიკაციაელ.ფოსტა