მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი - BM Capital

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

BM Capital
თბილისი
სრული
1400-1700 ₾/თვე
10/05/2026
10/06/2026

"BM Capital" - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს.

მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და Yandex Go-ს ტაქსოპარკების ინოვაციური CRM სისტემა PayPro.ge, აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ ენერგიულ, სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია.

თუ ხარ ადამიანი, რომელსაც:

** არ ეშინია ზარების;

** შეუძლია ადამიანების დარწმუნება;

** უყვარს დინამიკური გარემო;

** უნდა განვითარება და მაღალი შემოსავალი, მაშინ

ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 10:00 - 19:00

ანაზღაურება: 1400 - 1700 ლარი (ფიქსირებული + ბონუსები)

** ფიქსირებული ანაზღაურება: 600 ლარი

** ბონუსი: შესრულებული გეგმების შესაბამისად

** თვეში საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1400 - 1700 ლარი

კომპანიაში, რეალური ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

მოვალეობები:

** ახალი მძღოლების მოძიება და გამავალი ზარების განხორციელება;

** მძღოლებთან კომუნიკაცია სოციალური არხების საშუალებით;

** მათი ჩართვა ტაქსოპარკის სისტემაში;

** საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან გადამისამართება;

** მარკეტინგულ ვიდეოებსა და რილებში მონაწილეობა.

აუცილებელია:

** ქართული ენის გამართული ცოდნა;

** კომუნიკაციის ძლიერი უნარები;

** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;

** სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობა და დისციპლინა.

დამატებითი მოთხოვნები:

** კამერასთან კომფორტულად ხარ;

** ცივი გაყიდვების გამოცდილება გაქვს;

** გიყვარს შედეგზე მუშაობა და კონკურენცია.

თუ გინდა იყო ძლიერი და მზარდი გუნდის ნაწილი, გამოიმუშაო მეტი და განვითარდე თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში, გამოგვიგზავნე CV ელექტრონულ მისამართზე:

სათაურში მიუთითე: "მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას.

გაყიდვებიკომუნიკაციაცივი გაყიდვებიქართული ენაCRMსოციალური მედია