სტაჟიორი რუსთავის იუსტიციის სახლში - სსიპ - იუსტიციის სახლი

სტაჟიორი რუსთავის იუსტიციის სახლში

სსიპ - იუსტიციის სახლი
რუსთავი
სტაჟირება
720 ₾/თვე
11 ივლისი 2026

ფუნქციები:

• ტერიტორიულ ორგანოში მოსულ მომხმარებელთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება მომსახურების სივრცეებში, მათთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;

• მომხმარებელთა საჭიროებების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;

• მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურით სარგებლობის პროცესში;

• საბავშვო და საინფორმაციო სივრცეებში წესრიგის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;

• ტერიტორიული ორგანოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

---

საკონკურსო თემატიკა:

ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმიანობის და სერვისების შესახებ;საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის  2026 წლის 01 ივლისის №1334/ს ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი".

საკონკურსო თემატიკით გათვალისწინებული ინფორმაცია და სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია სსიპ იუსტიციის სახლის ვებგვერდზე www.psh.gov.ge

---

დამატებითი მოთხოვნები:

• აუცილებელია კანდიდატი იყოს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი ან დასრულებული ჰქონდეს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური;

• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

• სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

• გუნდური მუშაობა

• პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

• შედეგზე ორიენტირებულობა

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი

• მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.

---

დამატებითი ინფორმაცია:

• აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) ან ცნობა უნივერსიტეტიდან;

• სტაჟირების პროცესი მოიცავს ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის დროსაც სტაჟიორები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას

სხვადასხვა მიმართულებით, წარმატებულ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ იუსტიციის სახლში;

•დასაქმების შემდეგ გთავაზობთ სრულფასოვან ტრენინგს და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში ჩასართავად;

• კონკურსის ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით.

---

კატეგორია: მომსახურება

ხელფასი: 720 ლარი

ლოკაცია: რუსთავი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ადგილების რაოდენობა: 2

მინიმალური განათლება: სტუდენტი

კონკურსის ეტაპები: გასაუბრება

კომუნიკაციაგუნდური მუშაობასაოფისე პროგრამებიინგლისური ენა