უძრავი ქონების აგენტი/გაყიდვების მენეჯერი - ჯეო რეალტორი

უძრავი ქონების აგენტი/გაყიდვების მენეჯერი

ჯეო რეალტორი
სრული
2000 ₾/თვე
21/04/2026
21/05/2026

უძრავი ქონების ლიდერი კომპანია " ჯეო რეალტორი " აცხადებს ვაკანსიას, უძრავი ქონების აგენტის/გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ეს საქმე საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია, რადგან ვყიდით და ვაქირავებთ ყველაზე ძვირფას და მოთხოვნად აქტივს - უძრავ ქონებას.

თუ გსურთ გაყიდვების სფეროში მიიღოთ უდიდესი გამოცდილება, ეს საქმე თქვენთვისაა.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ:

** ჩაგბარდებათ კომპანიის კლიენტები, მათ შორის VIP კლიენტები. თქვენ არ იქნებით დამოკიდებული მხოლოდ თქვენს თავზე (სხვა არცერთ უძრავი ქონების კომპანიაში არ ჩაგაბარებენ თავიანთ კლიენტებს).

** ჩვენთან არ გჭირდებათ გამოცდილება (ადგილზე შეგასწავლით ყველაფერს პროფესიულ დონეზე);

** გვაქვს სტუდენტების ხელშეწყობა;

** ყოველი გაკეთებული საქმიდან მიიღებთ 50%-ს.

** ულიმიტო კორპორატიული სასაუბრო;

** ბალანსი საიტებზე სამუშაოდ;

** კომფორტული და მეგობრული გარემო;

** კარიერული წინსვლა;

** ყოველთვიურად წარმატებულ კადრებს ვუშვებთ სხვადასხვა ტურებში დასასვენებლად.

სამუშაო საათები: 11-დან 19 საათამდე. (შუალედში 1 საათიანი შესვენება).

კვირაში 5 სამუშაო დღე (დასვენება შაბათ-კვირას).

ანაზღაურება: გამომუშავებით 2000 ლარიდან ზემოთ. ამ სფეროში მაქსიმუმი და მინიმუმი არ არსებობს. კომპანია მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა გამოიმუშაოთ.

ძირითადი მოთხოვნები:

** სისხარტე

** პუნქტუალურობა

** კომუნიკაბელურობა

** შრომისმოყვარეობა

** გუნდურად მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავება;

** კომპანიის ჩათებში კლიენტებთან კომუნიკაცია;

** განცხადებების განთავსება საიტებზე (გვაქვს სპეციალური პროგრამა რომელიც თავისით ანთავსებს განცხადებებს)

** სატელეფონო ზარების განხორციელება

** კლიენტების მომსახურება.

ჩვენ რამდენ პრივილეგიასაც გთავაზობთ ამდენს ვერ შემოგთავაზებთ ვერცერთი ქართული უძრავი ქონების სააგენტო. ამიტომ, გააკეთეთ სწორი არჩევანი და აირჩიეთ "ჯეო რეალტორი". დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 568 144 144

გაყიდვებიკომუნიკაციაპუნქტუალურობაგუნდური მუშაობაუძრავი ქონების გაყიდვა