ექსპორტის მენეჯერი - ღვინის კომპანია შილდა

ექსპორტის მენეჯერი

ღვინის კომპანია შილდა
სრული
1000-1500 ₾/თვე
13/05/2026
13/06/2026

ღვინის საწარმო ეძებს მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც შეუერთდება საწარმოს ახალგაზრდულ გუნდს ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე. პოზიცია განკუთვნილია დამწყები სპეციალისტისთვის.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება)

ანაზღაურება: 1000-1500ლ

ფუნქცია-მოვალეობები:

** ღვინის ექსპორტთან დაკავშირებული საბუთების მომზადება და ადმინისტრირება;

** ექსპორტის პროცედურების ზედამხედველობა და კოორდინაცია;

** მარეგულირებელ ორგანოებთან კომუნიკაცია;

** უცხოელ პარტნიორებთან და მყიდველებთან კორესპონდენციის წარმოება;

** ექსპორტის მონაცემთა ბაზის განახლება და სტატისტიკის შენახვა;

** ახალ ბაზრებზე შესასვლელი მოთხოვნებისა და დოკუმენტაციის მოძიება და ანალიზი;

** ფინანსური და სავაჭრო დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი;

** ექსპორტის გუნდის სხვა წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ეკონომიკაში ან მომიჯნავე სფეროში;

** ექსპორტის, ლოგისტიკის ან საბაჟო საქმის სფეროში გამოცდილება სასურველია (1 წლამდე გამოცდილება მისასალმებელია);

** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel) კარგი ცოდნა;

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწავლის სურვილი და სფეროში განვითარების მოტივაცია;

** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

** დროის ეფექტური მართვა და ვადების დაცვა;

** მოქნილობა და სტრესულ გარემოში სიმშვიდის შენარჩუნება;

** პროაქტიულობა და ინიციატივიანობა.

კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი, მენტორობა და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა ექსპორტის სფეროში.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;

** მენტორობა და ექსპერტული ხელმძღვანელობა ექსპორტის სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — ექსპორტის მენეჯერი.

ექსპორტის მართვალოგისტიკაMS Excelინგლისური ენარუსული ენადოკუმენტაციის მომზადება