ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტი
სერვის ნეტ გრუპიშპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო აღწერილობა:
** დაზიანებული ბოჭკოვანი წვერების მოძიება (მონაკვეთის დაზუსტება) და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა;
** ქუროებში ოპტიკური წვერების შედუღება;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოების, ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისათვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა.
აუცილებელია:
** მსგავს პოზიციაზე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა/ გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: ელ. ფოსტა 2026 წლის 27 მაისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
