დირექტორის ასისტენტი - ბენე კომფორტი

დირექტორის ასისტენტი

ბენე კომფორტი
სრული
17/04/2026
17/05/2026

ბენე კომფორტი უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

ბენე კომფორტის მრავალფეროვანი პორტფელი 40-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

ბენე კომფორტი აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** დირექტორის განრიგის შედგენა და კონტროლი;

** სამუშაო შეხვედრებზე დასწრება და მნიშვნელოვანი საკითხების მონიშვნა;

** დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;

** კომპანიის თანამშრომლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან ელექტრონული ფოსტით/სატელეფონო კომუნიკაცია;

** სხვადასხვა დოკუმენტაციის და ფაილების მოწესრიგება;

მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია;

** უმაღლესი განათლება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Word, Excel, Outlook);

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (აუცილებელია).

სამუშაო პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე;

** 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;

** ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "პერსონალური ასისტენტი". კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Microsoft OfficeWordExcelOutlookინგლისური ენაკომუნიკაციადოკუმენტაციის მართვა