მონაცემთა ინჟინერი - ფინბიურო
ფინბიურო logo

მონაცემთა ინჟინერი

ფინბიურო
თბილისი
სრული
18/05/2026
18/06/2026

" ფინბიურო " სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში ოპერირებს 2015 წლიდან.

ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

"ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ინჟინრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემთა ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის შექმნა და განვითარება;

** მონაცემთა Pipeline-ბის მართვა და ETL პროცესების შექმნა (მეტი წილი ტრანსფორმაციაზე)

** მონაცემთა ანალიტიკოსთან და მეცნიერთან კოლაბორაციით მონაცემთა მოთხოვნების განსაზღვრა, მონაცემთა სიზუსტისა და ხარისხის უზრუნველყოფა;

** მონაცემთა დოკუმენტაციის და მეტამონაცემების მართვის სისტემების წარმოება;

** მონაცემთა ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;

** მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის განვითარება/შენარჩუნება;

** მიმდინარე ტექნოლოგიური ტენდენციების კომპანიის მონაცემთა ინფრასტრუქტურაზე მორგება.

კომპეტენციები:

** SQL-ში მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება. Query ოპტიმიზაციაზე მუშაობის გამოცდილება;

** Phyton-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** Git-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** რელატიური მონაცემთა ბაზის პრინციპების ცოდნა;

** ETL პროცესების განვითარების გამოცდილება. Airflow-ში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** DBT-ით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობას;

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** მეგობრულ და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: და სათაურის ველში, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მონაცემთა ინჟინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

SQLQuery optimizationPythonGitETLAirflowDBTმონაცემთა ბაზები