უმცროსი ბუღალტერი
ქანდა აგრიქალჩერსამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 21 აგვ
განაცხადების ვადა: 20 სექ
გამოცდილების დონე: საშუალო
კომპანია " ქანდა აგრიქალჩერი " აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი:
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან;
- ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე;
ძირითადი ფუნქციები:
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება;
- საბანკო ოპერაციებისა და ამონაწერების დამუშავება;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
- მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
- ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება;
- შემოსავლებისა და ხარჯების სწორად აღრიცხვა;
- ურთიერთშედარების აქტების მომზადება და კონტროლი;
- ფინანსური მონაცემების დამუშავება და შიდა ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
- თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
- ფინანსური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო.
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
- 1C - კარგად ცოდნა;
- ORIS Accounting-ის კარგად ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- დიდი მოცულობის ფინანსურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
- სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიზუსტე და ყურადღება დეტალებისადმი;
- ორგანიზებულობა — დოკუმენტების, ვადებისა და ფინანსური ოპერაციების სწორად მართვა;
- ანალიტიკური აზროვნება — მონაცემების გაანალიზება და ფინანსური საკითხების ლოგიკურად შეფასება;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი — განსაკუთრებით ანგარიშგების, აუდიტისა და საგადასახადო პერიოდების დროს;
- კომუნიკაბელურობა — კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან, აუდიტორებთან და სხვა პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობა;
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა — სამუშაო პროცესისა და დადგენილი ვადების დაცვა;
- განვითარების სურვილი — საბუღალტრო და საგადასახადო წესების ცვლილებების მუდმივად გაცნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: ელ. ფოსტა და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
Microsoft Excel1CORIS Accountingსაგადასახადო კანონმდებლობასაბუღალტრო აღრიცხვაანალიტიკური აზროვნებადოკუმენტაციის მართვა